ოპლიკ!


ესეიიგი რამდენი ხანი გავიდა და მე კიდევ იმას ვერ დავწერ რაც არ მეკუთვნის ანუ რაც ჩემში არ ჯდება.ხოდა არ ვწერდი არაფერს.ჩემმა მუზამ იმ დონეზე მოკურცხლა,რომ უკან მოსაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობს,მაგრამ ვცდილობ მის გარეშედაც გავაკეთო რამე.აი მაგალითად ამ წუთას ვიბანავე(ეს იმხელა სიამოვნებას მანიჭებს) და ძალიან განტვირთული და ნეტარი სახით ვზივარ ჩემს Asus–თან და შევექცევი ძალიან დიდი ჭიქით ცივ ყავას,რომელსაც ბანაობის დროს ვაცივებდი,მაგრამ მაინც დააკლდა ცოტას.ფსკერზე ყავა და შაქარი მიიკრა და ცოტა სიტკბო ნაკლული გამოვიდა,მაგრამ არაუშავს მაინც ძალიან დიდი სიამოვნებაა.

პუმა მინდოდა დამეპატიჯა ყავაზე და hey jude-ზე,მაგრამ მათემატიკაზე წავიდა და დავკარგე ყველაფრის მუღამი.(რაკარგია როდესაც ამდენი თითი გაუტკაცუნებელია და ერთად ყველას გაატკაცუნებ,მმმმმ მიყვარს) ხუთშაბათს 24 სკოლას ვხვდებით რა?სად?როდის?–ში და იმედი მაქვს მოგების მაგრამ ალბათ ამაოდ ან არა ამაოდ ან მაოდ.

ბლოგერი არც თუ ისე დიდი ხანია ვარ.ამ ხნის განმავლობაში ჩემს Sait Stat-ზე 10ზე მეტი მნახველი არასდროს ყოფილა.ხოდა ერთხელ გავიღვიძე და 83–მა ადამიანმა იხილა mycivilization.ცოტა არ იყოს გამიხარდა მაგრამ დღემდე რაღაც შეცდომა მგონია.
დაფტის ანუ 21–სთვის–ეს პოსტი ამ პოსტის ქვემოთ ძევს და ამაზე მინდა ორიოდ სიტყვით შემოვიფარგლო.სრულიად დადებითად ვაფასებ ჩემს ნამუშევარს და ვიმედოვნებ რომ ის ემოცია რაც დაფტიში წარმოიშვა მართლაც გულწრფელი იყო,რადგან მეც ხომ გულწრფელი ვარ და საერთოდ გულწფელი ვარ და წრფელი გული მაქ.ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ დღემდე.მაგრამ ეს რაღაც შავი და ნაცრისფერი დღეებიც არ ტოვებენ ამ ცხოვრების სარეცელს,მაგრამ არაუშავს ამ ხნის განმავლობაში ბევრ რამეს მივხვდი და მივაგენი მგონი სწორ გზას,მაგრამ ვეჭვობ ორ სამ დღეში ისევ არ გადავვარდე.

ეხლა ამას რა კატეგორია ექნებაა–ალბათ განწყობა ისევ ან ჩვეული უჩვეულობა.რაღაც ეს ორი გრაფა დავტვირთე,მაგრამ რა ვქნა თითოეულ პოსტს თითო კატეგორიას ვერ შევუქმნი.ხომ ასეა დუეუ? ნუ შენ ხო ყოველთვის მეთანხმები.არა ჩემო გრძნობავ? შენ ხომ გრძნობა ხარ–ამოუცნობი გრძნობა რაღაც ისეთი,მისტიკური–only მე და შენ,რომ know ; )

p.s ამას არ ვიცი ოპლიკ რატომ ჰქვია.გუშინ ვაკეთევდი yahoos და იქ კითხვაზე გავეცი რაღაც დებილი პასუხი და რაც კლავიატურაზე ამეკრიფა ის დავწერე და გამოვიდა ოპლიკ..ხოდა დავარქვი რა!

დაფტის ანუ 21თვის


სარაჯიშვილის მეტროს კედელმა კარგად შეიწება ის ფურცელი,რომელზეც მე ამას ვწერ.
აი გაისმა ჩვეული ხმა: next station Grmagehle.მე შენ გიწერ ეხლა ამას და მთელი კონცენტრაცია დაფტისკენ მაქვს მიმართული.
ახლა ტორტი ფურცელია,ხოლო სანთლები ყველა ის ასო,რომლებიც ამ სიტყვების ერთიანობას ქმნიან.

დავიწყოთ იქიდან თუ როგორ გაგიცანი.ერთ მშვენიერ დღეს ჩემს ეგრეთწოდებულ “პირწიგნაკზე” მეგობრობის თხოვნა მოვიდა,რომელსაც Mariam Abramishvili მიგზავნიდა.გოგონა უჩვეულო სილამაზითა და მომხიბვლელობით.გასაუბრების შემდეგ ხომ საერთოდ.აღმოჩნდა,რომ სრულიად შემთხვევით გამოგზავნილიყო ეს Frend Request,მაგრამ სწორედ ეს შემთხვევითობა გახდა მიზეზი გამეცნო გოგონა სახელად დაფტი.(ჰო ეს დაფტი მე დაგარქვი,ძალიან მომწონს,შეგეფერება)

გაგიცანი და here we Go!

ბევრი სოციალური მეგობრის მიუხედავად აი შენ? შენ ხარ შენ და მთავარი ის არის,რომ ნიღაბი არასდროს მოგირგია.მაოცებდა შენი განსაკუთრებული ფრაზები,როგორიცაა: ბუყბუყებს,მუცელში წყალი დახტის და ჩემთვის ყველაზე საყვარელი “იჰიიიი” (აი ეს ყველაზე მაგარია–შენი პერსონალური).

გაგიმხელ საიდუმლოს თუ რატომ ვზივარ ახლა მეტროს ვაგონში და რატომ ვწერ ამას ჩემი ძმაკაცის ზურგზე.მივემართები იმ ადგილისკენ,კერძოდ პუშკინის სკვერისკენ (რადგან ადრე შენ მითხარი მუსიკაზე პუშკინის სკვერთან დავდივარო),რადგან ის ადგილი ვიპოვო სადაც ვიცი,რომ გაგივლია.

(ფურცელს ჯიბისკენ ვაცურებ და მივემართები სკვერისკენ)
აი გავიდა დამღლელი 35 წუთი და ახლა მოყავისფრო სკამზე ვზივარ და ვწერ…ყველა გოგონას ვაკვირდები და შენ მგონიხარ,მაგრამ ამაოდ.ერთმა წითელ პლაშში გახვეულმა გოგონამ ჩაიარა და ისეთი თვალებით შემომხედა წამიერად წერის შეწყვეტაც ვიფიქრე,მაგრამ მუზა არ მასვენებს და თავს მევლება,პატარა ბავშვივით მივლის.
აი პატარა ბავშვიც გამოჩნდა,რომელიც მტრედებს დასდევს (რომელიღაც ფილმის კადრს მაგონებს,მაგრამ ვერ ვიხსენებ).ოდნავი სიო კი იმ მზესუმზირის ქერქებს,რომლებიც ჩემი სკამის ქვეშ ყრია,ჩემი მეზობელი სკამისკენ გადააადგილებს და შეაწუხა იქ მჯომი კაცი.პატარა ბებია და შვილიშვილიც გამოჩნდა,შვილიშვილი იასამნით ხელში და ბებიას თავისი ბაღის ამბებს უყვება.რამდენი უცხო სახე ირევა ჩემს წინ.

დღეს 18 აპრილია.1..2..3 და აი დადგა 21იც,დღე როდესაც შენ ამას კითხულობ,მაგრამ მე დღეს პუშკინის სკვერში ვწერ ამ ყველაფერს,18 აპრილს.ყველა გამალებით მიყურებს,მაგრამ არ მინდა ყურადღება მივაქციო.წამიერად ის სახე დამიდგა თვალწინ შენ რომ გამომიგზავნე მაშინ სურათი,დაყენებული სახეო რო მითხარი.

ნეტა შემეძლოს წამიერად შენი სახის დანახვა,ალბათ გიხარია ეს ლამაზი დღე,როდესაც პატარა მაირამი მოევლინა ამ ქვეყანას.უცოდველი და ფუმფულა.მაგრამ დღეს მშვენიერი პიანისტი და არაჩვეულებრივი ადამიანი.დღეს 14 წელი შეუსრულდა. 13+1=14,ადვილია არა? მაგრამ 1 წელი ბევრს ნიშნავს,ბევრს ლაპარაკობს.ნუ ჩემთან იმდენი ილაპარაკა,მომიყვა შენზე ყველაფერი და გამაცნო შენი თავი.

ჩემს Nokias ვაკივლებ და Alphaville-Forever Young-ს ვუსმენ.
Forever Young, I want to be.. მართლაც რომ.ფრაგმენტ–ფრაგმენტ ვიხსენებ ყველაფერს.

ვაკვირდები ხალხს და ასეთ კარნავალზე პირველად მოვხვდი,წითელ–ყვითელი ნიღბებით შემოსილნი.ამ დღეებში ერთი წიგნი წავიკითხე: “ნიღაბჩამოხსნილი სახე”,შინაარსი იმდენად არ უკავშირდება იმას რასაც მე ვგულისხმობ,მაგრამ სახელი არ არის ურიგო.

დიდი არაფერი ღირებული.ახლა კი გილოცავ დაბადების დღეს და გთხოვ ჩააქრო სანთლები! : **

ყვავი,ბებია, ყავა და ყელისტკივილი


აი ეხლა ვუყურებ ჩემი მეზობლის ფანჯრიდან გაშვებულ ინტერნეტის კაბელს,რომელსაც ყვავი დააჯდა.აი ყვავი მე რო მკითხოთ ყველაზე მაგარი ფრინველია (მიუხედავად იმისა რომ ყველაზე მაგრად მძულს). მთელ 4 საუკუნეს ეხუმრები შენ? რამდენ “მამაძაღლობას” მოესწრო ეგ ბედშავი.(ფრთაშავი,და სულაც შავი რა). ხო კიდე რა გადატანითი პლიუსი აქვს.ის ხომ ყველაზე შავია ქურდულ სამყაროში “ტო”,ყვავია და შავია რა(აქ ცხვირამდე ჩამოტანილი რეიბანების სახე მაქ,ქვეშიდან რო უყურები და თან 60 გრადუსით რომ ხარ მოხრილი რა,ტყავის კურტკაც წავა და ერთი მუჭა ბილიჩკა და ორ კბილს შუა გადასაფურთხებლად მომზადებული მზესუმზირის ქერქი)

ჩემს უკანა კორპუსში მილი გასკდა და დღეს საოცარი სანახაობით შევხვდი ამ მშვენიერ (გატყუებთ) დილას,როდესაც ფანჯრიდან ვიხედები და მუხლამდე ტალახი იპრყობს ჩემს ყურადღებას. ჩემი grandmother სამსახურშია წასასვლელfი და როგორ გაბაჯბაჯდება ეხლა იქ ვინმე თუ არ მიეხმარა.მე,როგორც ცნობილი სუპერმენი (ადამიანების გადარჩენის საკითხში,მაგას მერე მოგიყვებით) ვიცმევ და ჩამყავს.ჩავაბაჯბაჯე ბებიაჩემი როგორც იქნა,გადავასკუპე კლასიკურად ტალახზე და გაუდგა შარაგზას დამღლელი სამუშაოსკენ.

ჩემი ყოველდღიური მეგობარი (ყავა) იგვიანებს.იგვიანებს რა,მე არ ვაკეთებ და დაიგვიანებს აბა რა იქნება,ეს კასპერი კიდე ეხლა არ გამოჩნდება მაინც და მაინც.ღამღამობით მაგრად ჩხრაკუნობს.ჩემს მშვენიერ თმა–კულულა დას ძინავს,ნეტარებაშია.მაგრამ რომც ეღვიძოს ყავა რომ ვთხოვო 1 საათის შემდეგ ისეთ წყალწყალა ყავას გამიკეთებს,რომ ჯობია დღეს საერთოდ არ დავლიო ყავა.

ყელი მტკივა მაგრად.გუშინ ვცდილობდი საკუთარ ყელში ჩამეხედა (ვიცინი), დიდი წვალების შემდეგ უშედეგოდ.თიითქოს უროს მირტყავებ ყბის ორივე ძირში. კიდევ ერთი სიახლე თქვენთვის: დღეს დედა ენის დღეა თურმე, აი–ია აი თათი, მაშ!

წავედი მე ეხლა ყავა მელოდება,ცხელ–ცხელი და ნალექიანი,ზემოდან რომ გადაეფარება ხოლმე და მოსმის შემდეგ ლაქას რო გიტოვებს ზედა ტუჩზე.უუუუუუუუუF,წავედი წავედი!

ცხოვრება–გამოცდა

დედამიწა– სკოლაა
ცხოვრება– გამოცდა
ღმერთი– დამკვირვებელი
ბედისწერა– ბილეთი
ბედნიერება– ამოცანა
სიყვარული– განტოლება
ფული– შეცდომა
ღალატი– მკრთალად გადაცმული ხაზი
მეგობრობა– შპარგალკა
დედა– კვანძის შეკვრა
მამა– ამოხსნა
შვილი– პასუხი

ცხოვრება გამოცდაა,მართლაც,რომ გამოცდა.ჩვენ(ყოველ შემთხვევაში მე)ამ გამოცდის ჩაბარება გვიწევს.ძალიან ბერვი შეცდომების მიუხედავად მიღებული ნიშანი კი (დღევანდელი 10 ბალიანი შეფასების პრინციპით) ან 1 ქულა ან 10 ქულაა,შუალედური ქულები არ არსებობს.
ჩააბარებ გამოცდას? პრიზი–მარადისობა.აი მარადისობა კარგი რამაა,იქ ხომ არარსებობს შიმშილი,ტყუილი,მონატრება,დაღლა,ძილი.მართლა არ არსებობს.არსებობს სიყვარული და ერთგულება,ეს ორი გრძნობა მარადისობას ქმნის.
აი ახლა კი როცა მე ამას ვწერ, რაის სიყვარული,რაის თანადგომა,კარგი რა მკითხველო ნუ იქნები ბანალური.არ აქვს სიყვარულს გასაღები,დაკარგა,წაართვეს.ვერ აღებს დედამიწის კარს,არ უშვებენ ის სამი ჯალათი:ბოროტება,შური,სიძულვილი.კბილებით იცავენ ამ ცოდვებით დამძიმებულ დედამიწას.
რამდენი უნდა გვიყუროს ზედამხედველმა,და მიუხედავად მისი გამალებული მზერისა არც კი გვრცხვენია ისე ვიწერთ მეზობელი მერხიდან ამოცანას.არ შეიძლება არ შეიძლება. აი ეს მკრთალად გადასმული ხაზებიც როგორ მომრავლდნენ ჩემს ფურცელზე.შპარგალკებიც დაიკუჭნენ,ვეღარაფერს ვხედავ.ბილეთებიც არეულა ერთმანეთში,ჩაწყობაზე ლაპარაკიც ზედმეტია.
სულ ჩვენით,სულ ჩვენით ვაბარებთ გამოცდებს და ვწვალობთ.ვიწვალოთ ვიწვალოთ,ვიწამოთ,ვიტანჯოთ–სხვა ხომ არაფერი დაგვრჩენია?!

p.s თან სულ ტესტები როა? ამოცანა და განტოლება არსად ჩანს…

ზღვაში ჩამხრჩვალი ცისარტყელა

Radiohead-in Rainbow

მე:ვფიქრობ,რომ ჩვენ ვართ ცისარტყელაში,ყოველშემთხევაშიი მინდა რომ ვიყოთ და გამოგვდის მგონი.
შენ: რამე კარგი ხდება მანდ? რომელი ფერი გინდა იყო?
მე:რა ხდება და ისეთი ამბავია მე რომ მინდოდა სულ.მე ვარ ლურჯი.
Nino Katamadze-Toliebi
შენ: არა შენ ვერ იქნები ლურჯი. ხომ გითხარი, შენ ისეთი ფერადი ხარ როგორიც არ ყოფილა ცისარტყელა არასდროს. შენ არ არსებული ფერები ხარ, ყველაფერში და ყველგან ხარ, უხილავი, მაგრამ მკაფიო…
მე:ხო შენ ზღვა ხარ და ღელავ როგორც არასდროს.თოლიები გაწვდიან საკვებს და მეგობრობ მათთან,მეც ხშირად გაკითხავ ხოლმე და განათებ და შენ მე მანათებ
Zgvari-Tetri sizmari
შენ: ოკეანე ვარ, ღმა. ხან მშვიდი და ხან მღელვარე. თუ ღმად შემოცურავ ჩემში, დაიხრჩობი.. მინდა ჩაგახრჩო ამ ოკეანეში და სამუდამოდ გავერთიანდეთ. მინდა მარტო მე მეკუთნოდე, მე მანათებდე, და მე მარტო – შენ.. მე ვიქნები ოკეანე და შენ ოკეანეში დამხვრჩალი ცისარტყელა.
მე:ერთხელ იცი ზღვა და ცისარტყელა შეხვდნენ ერთმანეთს.ცისარტყელა ჭამდა გემრიელ ნუგბარს და ზღვაში ჩაუვარდა,ზღვამაც მიიღო ის და იმის შემდეგ ცისარტყელა ვეღარ ამოდის ზღვიდან,იეშმაკა ზღვამ და ჩაუკეტა გარეთ გამოსასვლელი კარები.ჰო ის ნუგბარიი სითბო და სიყვარული იყოო.
შენ: ლამაზი დღე იყო ერთხელ, გაზაფხულზე. აყვავდა რაღაც ხე და საცოდავს, მაშინვე გასცვივდა ყვავილები.. ნაზმა ნიავმა მომიტანა მათი სურნელი. შენი სუნი გამახსენდა, ყვითელზე რომ აგდის, მწვანეს ქვემოთ, კისერთან. მერე ქარმა ისევ წაიღო ეს ყვავილები, მაგრამ სურნელი დამრჩა. სუნი სულაც არ იყო, ისე ჩამრჩა, გონებაში, ან …
მე:ხო ეგ სუნი ვერ მოვიშორე,არ შემიძლია უბრალოდ,სითბომ მაჩუქა ეგ სურნელი და სიყვარულმა მიანდერძა როგორღა გავუშვა,სირცხვილი არ არის?
მოდი ეს სუნი და ყველაფერი ცალკე გადავდოთ ეს ხომ ფანტაზიაა ჩემო პუმავ,მაგრამ ჭეშმარიტება იცი რაშია? რომ არ იტყუები,რასაც გრძნობ იმას რომ წერ და რასაც წერ იმას,რომ განიცდი.ცისარტყელაც შენშია,ზღვაც და ის ნაზი სურნელი…დაივიწყე პრობლემები და ეხლა მე და შენ მივდივართ ბედნიერება აკაკუნებ კარებზე და უნდა დავხვდეთ ხომ ასეა? ხომ ჩემთან ერთად ხარ ყოველთვის? fuck our problems
შენ: რეალობა ბევრად უკეთესია ხანდახან იმ ცისარტყელაზე და სირობებზე, რომელი ცისარტყელა გჯობია შენ? ან მე რომელი ზღვა? არცერთი. მე და შენ უნიკალურები ვართ. ხოდა მართლა მინდა რო ჩაიძირო ჩემში და მარტო ჩემში იყო! ვიცი ზედმეტს მოვითხოვ და შეუძლებელია, მაგრამ რაც მინდა, მინდა. რა ვქნა?.. პრობლემებიც მომხიბლელია ხანდახან, ექსტრემი და გულისფანცქალი. მთავარია ერთად ვართ. fuck ყველაფერი!
მე:ხო ბევრს არ მოითხოვ,მაგრამ მე ყოველთვის იმას გაგიკეთებ რისი გაკეთებაც შემეძლება.ეს პოსტიც ჩვენზეა და ლამაზია და კარგიიააა.
ეხლაა კიიი უაზრო სიტყვებზე აკინძულ პოსტს თავს დავანებებ და უბრალოდ მე ვიქნები მე,შენ იქნები შენ.როგორც ეს ასეა და ასე იქნება ყოველთვის.ვერც შენ შეგცვლის ვერავინ,ვერც მე და ვიქნებით სულ ცისარტყელები, ზღვები, მცენარეები,ოკიანეები,ძაღლები,კატები,შარვლები,ჰალსტუხები,ასუსები,ეიჩპიები და ეისერები.
შენ: როცა არასდროს არ მიტკვამს სხვისტვის, რომ მე ვიყავი პატარა დიდი.. მიხარი სად მტავრდება ღამე, მითხარი ბიჭო მითხარი! მითხარი რაა! არადა მიყვარს ღამე, არ დამთავრდეს ჯანდაბას.. და ისევ დავრჩებით მე, მზე და ლამაზი დღე.. ლამაზი დღე? არა მე შენ და მზე მაშინ, და ლამაზი დღე თავისთავად მოვა. ოჰ, რა სენტიმენტალურები ვართ, რას გვიშვება ეს სიყვარული, პუმავ.. და მაინც.. მითხარი რა, სად მთავრდება მუქი ფერების კონა?!
მე:…

ცისარტყელა:ზღვაო გაუღე კარი გაუღე, შემოუშვი, მე ჩემთან გამოგზავნე,შენ შენთან წაიყვანე.
ზღვა:სწორედ მაგას ვაპირებდი ეხლა

კარგი,არაუშავს


გათენდა ჩვეული დილა ყავით და ახალი ამბებით.ნოილი ადგა,წყალი გადაივლო,ისაუზმა,თავისი ახალი,სპეციალურად ნაყიდი პიჯაკი ჩაიცვა,ასევე ახლად ნაყიდი ფეხსაცმელები და ჰალსტუხი.სუნამო,რომელიც დღევანდელი დღისთვის იყიდა გუშინ წინ და ეს ორი დღეა შვილივით უვლის.როგორც ყოცელთვის პირჯვარი გადაიწერა სახლიდან გასვლისას,კარები გადაკეტა და წავიდა.მგონი არაფერი დარჩა ჩართული.ის ყოველთვის ფრთხილობდა.
ნელა მიუყვება დამრეც ბილიკს გზატკეცილისაკენ.მისი სახლი ცოტა შეხვეულშია და მისკენ სავალი გზაც არ არის მაინც და მაინც იავარდით მოფენილი.ცდილობს ფეხსაცმელები არ დაესვაროს,მაგრამ აქა იქ მტვერი მაინც ედება.აი გაჩერებაც გამოჩნდა ჩვეული აურზაურით და ზიზღისმომგვრელი სახეებით,მაგრამ ეს არაფერი.რადროს ეს სახეები იყო როდესაც ასეთ მნიშვნელოვან საქმეზე მიდიოდა.ძალიან ბედნიერი გამომეტყველებით მიუახლოვდა ავტობუსის გაჩერებას.გამოჩნდა 32 ნომერი,რომელსაც იგი უნდა მიეყვანა უსაზღვრო ბედნიერებამდე.ჩაჯდა ავტობუსსში,ყველას უღიმოდა და ბავშვივით თვალებს აქეთ იქით აცეცებდა.
“მიიღეთ გზავნილები ყველაზე სწრაფად”–წარწერა ფოსტაზე სადაც იგი მიდიოდა.შევიდა,კვლავ მიესალმა დაღრეჯილ კარისკაცს,რომელსაც იგი ყოველდღე ესალმებოდა.სხვათაშორის არ იყო ცუდი კაცი,ერთი ჩია ბებერი,რომელიც გროშებზე მუშაობდა,რომ თავისი ბებერი შარპეისთვის პედიგრი ეყიდა.

–გამარჯობათ.
–გამარჯობათ.–ისევ მოვიდა,რამხელა ნებისყოფა აქვს არა?პირდაპირ გაოცებული ვარ.გადაულაპარაკა 45 წლამდე ასაკის ქერა ქალბატონმა,(რომელიც ყოველდღე ხვდებოდა ნოილს ფოსტაში) თავის თანაშემწეს.
–მხოლოდ ეს ათი კონვერტი გაქვთ დღეს?უცნაურია. კარგით მე გამოვიცნობ,რომელია ჩემი.–აი ალბათ ის ლურჯი ხომ? ან ის მწვანე.აარვიცი აქედან ერთერთი ალბათ ჩემია.მოუთმენლად ველოდები,მიბოძეთ თუ შეიძლება.
–ბატონო ნოილ,იცით…
–ხო ახლებია,გუშინ ვიყიდე.ურიგო არ არის არა?
–კი ძალიან გამშვენებთ,მაგრამ იცით…
–უი ხოო ეს ლაქა,ალბათ გაჩერებაზე მომედო ვიღაც,წესივრად კი ვერ დადიან.
–ბატონო ნოილ თქვენს სახელზე წერილი არ არის.
–როგორ?არც დღეს?
–არა ბატონო არ მოსულა ძალიან ვწუხვარ
თითქოს რაღაც მოწყდა გულიდან,ცივმა ოფლმა დაასხა მაგრამ,ისევ კვლავინდებური თავაზიანობით უპასუხა:–კარგი,არაუშავს.კარგად ბრძანდებოდეთ
–ნახვამდის.

იმედგაცრუებული ნოილი გამოემშვიდობა ბერიკაცს და გარეთ გამოვიდა.იქვე ახალი ტანსაცმლის მაღაზია გახსნილა და იქით მიაშურებს.ალბათ კიდევ ახალი სამოსი უნდა იყიდოს,რომ ხვალ ფოსტაში მოვიდეს.გასაკვირია მაგრამ ფოსტის აღრიცხვებით ბატონი ნოილი უკვე 402ჯერ ესტუმრა ფოსტას,მაგრამ უშედეგოდ…

იგი ახლა წავა ახალ ტანისსამოსს იყიდის და ხვალ ისევ ფოსტაში წამოვა რადგან წერილი მიიღოს,რომელსაც იგი წელიწად ნახევარია უშედეგოდ ელოდება.

დილა


ესეთი კარგი შემართებითა და ხასიათით ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ავდექი.სხვანაირი სული,სხვანაირი გული და სხვანაირი განწყობა.რაღაც უჩვეულო დილა გათენდა და ძალიან მომხიბლა. დილით მაღაზია,სუფთა ჰაერი. –გამარჰობათ,1 ლარის ყავა მინდა,–მადლობა,გილოცავთ დღევანდელ დღეს. ყავა და შაქარი ერთმანეთს ერევა,ზემოდან ერთი ჭიქა წყალი და 3 წუთში ცხელი ყავაც მზად არის : )
კარგია ყავასთან ერთად მშვენიერი დილის დაწყება. როცა ნალექი გისველებს ტუჩებს და გრძნობ მის არომატსა და გემოს.

ვიყოთ ერთად ოცნებების ღამეს,ეს სიტყვები ისმის და მხიბლავს როგორც პატარა ბავშვს კანფეტი ან სათამაშო მანქანა.ისიც არ ჩანს რაღაც,მგონი ძინავს და ლამაზი თვალებიდან რული ნელ ნელა ჩამოშორდება და გაეღვიძება.ნეტა მასაც ისეთი განწყობა შეექმნას როგორიც მე და აი მაშინ იქნება სუპერ დილა სუპერ!

მე ხომ მას კარი გავუღე სიუ,შემოვუშვი,ჩავეხუტე,ვუმასპინძლე და ახლა ის აქ არის ჩემში და მიყურებს,უყურებს როგორ ვწერ და სიამოვნებს და მის თვალებში გრძნობა ეშვებაა.

–გახსოვს როგორ მოვტაცეთ ცისარტყელას ფერები?
–კიი მაგას რა დამავიწყებს.
–ის თუ გახსოვს მთვარეს რო პანჩურებს ვურტყავდით და რო ვაბრაზებდით?
–ჰოო ეგ ძალიან კარგი იყო,კარგად ვიხალისეთ არა?
–ჰოო.მზეს რო ვეჯღანებოდით?ის რომ ვერ ბრუნდებოდა ჩვენსკენ და გაბრაზებიგან სხივები ყალყზე რო უდგებოდა.
–კიი ეგ ყველაზე კარგად მახსოვს.მაშინ მინდოოდა პირველად მეთქვა რომ… (ტუჩებზე ხელი აიფარა და გაჩუმდა)
–რა გინდოდა გეთქვა? ჰა ეხლა თქვი,რა მოგასვენებ იცოდე.
–ნახე ცა წვეთებს გვესვრის,მომეცი ხელი გავიქცეთ თორე დავსველდებიით.მაგის დროც მოვა.
–როგორ იცი ხოლმე რა…კარგი კარგი წამოდი.

დდდდნ…..(Music)


დევს თურმე ამ ცხოვრებაში არსი რას ერჩი.მე კიდე მომაბეზრებელი სენტიმენტალობით ვღლი აზროვნებას.სხვა მიმართულება,სხვა გარემო,სხვა ემოცია,სხვა განცდა,სხვანაირი თვალების ციმციმი<ეს კიდე უფრო მიმწევდა რეალობისკენ,მაგრამ იყოს,ამით დავკმაყოფილდები.ეს რამოდენიმე დღეა რაღაც უცნაური გრძნობებით ვარ შეპყრობილი და ისინიც თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას არ მაძლევენ.
თენდება,ვიღვიძებ,პირზე ცივ წყალს ვისხავ,ვიცმევ,მივდივარ სკოლაში.უწყვეტი ზმუილი და ხარხარი/რჩება გაკვეთილები,მოვდივარ,ვწერ ვწერ,ვკითხულობ.მერე მას ვწერ და მერე რაღაც იქნება და ვიძინებ.ასე გრძელდება დღეები,მაგრამ აი ჩამოჰკრა ზარმა! დდდდნნ…
ეს ყველაფერი იცვლება თან ძალიან სწრაფად და ემსგავსება ცისარტყელას,რომლის ფერებშიდაც ძალიან საინტერესო და კარგი ამბები ხდება.

გრძნობები ალაპარაკდნენ და ბევრს მეჩურჩულებინ.პატარა ეშმკებივით არიან,რომლებიც მუდამ ჩემს მხარს დაჰკირკიტებენ.
არა კარგია კარგი,რომ ვცხოვრობ და ვარსებობ და არსებობენ ჩემს გვერდით კარგი ადამინები და არსებობს ის დ კიდე ის დ კიდე ბევრი სხვა.უი ჰო ის გამომჩა,ისიც არსებობს.და მიხარია.

კარგი იქნება თუ ყოველი დღე გამამხიარულებს,მაგრამ… მაგრამ…
მთლიანობაში არ ყოფილა ეს ცხოვრება ცუდი თუ არ ჩავთვლით "რაღაც ბედის წერას" და უსამართლობას.და მოდი ჩვენც არ ჩავთვალოთ ეს ორი რამ.ვიცხოვროთ და მოვკვდეთ დილას!

ნაცრისფერი დღე


ხვალ ჩემი დაბადების დღეა. დღე როდესაც დედამიწას ერთი ძალიან ჩვეულებრივი,უშუალო მოკვდავი შეეძინა.
დიდად არ გამოვირჩევი სამყაროსგან,ალბათ მეც იმ ბრბოს ვეკუთვნი,რომელიც ტყუილ უბრალოდ ამძიმებს დედამიწას.არ მიყვარს ესეთი ბანალურობა,მაგრამ ამწუთას ჩემში აღძრული გრძნობების მიერ შესრულებული აკორდია ეს ყვეალფერი და სხვა არაფერი.

ხვალ დავჯდებით ალბათ ბიჭები სადმე ჩვენთვის მყუდროდ და დავლევთ,დავლევთ ისე როგორც ყოველთვის,არაფერი განსაკუთრებული.დიდი მოლოდინი არ მაქ და არასდროს მქონია.წინაც ერთი ანერვიულებული მგზავრივით ჩავატარე.მიყვარს საკუთარ თავთან საუბარი და შენთან დუეუ.შენთან უფრო გახსნილი ვარ ვიდრე მესემიჩკესთან ეს ხომ რეალურია მაგრამ უფრო რეალური ისარის რომ სართოდ არ ვარ სინამდვილეში გახსნილი და ბევრ რამეს იტევს ეს ერთი მისხალის ოდენა გული.

ერთი ნატვრა მაქ ამ ქვეყანაზე რომელსაც ვერცერთი დაბადების დღე ვერ შემიცვლის და ვერ გადამავიწყებს. ყოველდღიური სიცილი და გართობა ხომ არაფერია,ცხოვრების 1 მემილიარდედი,მაგრამ ეგეც რაღაცაში მეხმარება,რომ სულ არ გავშავდე ან გავთეთრდე ან გავლურჯდე.

ნატვრა დიდი არაფერი.ის რაც ყველას,მაგრამ არ უფრთხილდებიან ისე როგორც მე გავუფრთხილდებოდი.რა ვქნა ყველაფერი ღვთის ნებაა.მეც კიდე ვიცდი და ვიცდი სანამ არ…

…და ერთი ნაცრისფერი დღეც ჩაივლის ისე როგორც არაფერი!

გაჩერდი! მოიპოვე სიმშვიდე! შენც ამათიანი ხარ!


ჩვენს ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობისგან,ზიზღისგან,ღვარძლისგან,ყელში გაჩხერილი ბოღმის ბურთებისგან დაღლილი სულიერ სიმშვიდეს ვეძებ.

წარმოვიდგენ,როგორ ვზივარ ყველასგან დაცლილ,ცოდვებისგან გაწმენდილ ცვრიან ბორცვზე და როგორ ვზუზუნებ,როგორ არ მახსოვს არაფერი,როგორ დამკარგვია ყველაფრის შნო და ხალისი,როგორ მინდა,რომ იმ წამს ქანდაკებად ვიქცე და როგორ მინდა რომ 1 საათი ყველაფერი გაჩერდეს ჩემს ირგვლივ.

ტვინში კი ვიღაცა ვიღაცას ღალატობს,ვიღაცა ვიღაცას კლავს,ვიღაცას აუპატიურებენ,ვიღაცას ძარცვავენ,ვიღაცას დასცინიან,ვიღაცას შეურაცხადად თვლიან.

დამკაწრეთ,დამტანჯეთ,მაწამეთ,წამართვით,მომპარეთ,წაიღეთ,დამცინეთ,შემიზიზღეთ,მომკალით,დამივიწყეთ,მიმატოვეთ და იქნებ დაოკდეს უკაცრიელი გრძნობები.

გაცვდა ფეხსაცმლის ძირები,აღარ შესწევს ამ წყეულ დედამისწას ჩვენი თრევა,ვეღარ იტანს ნიადაგი ამდენ ფურთხს და ამდენ ლაფს,აღარ უნდა ცას გაფერადება,აღარ უნდა მზეს ამოსვლა,ღელავს და ღელავს ზღვა . მზე ჩავაქრეთ,დედამიწა გავაჩერეთ,მიწა გავახმეთ,წყალი დავაშრეთ…და ყველაფერი ამის შემდეგ მე ვეძებ სულიერ სიმშვიდეს.ჩვენ ვეძებთ სულიერ სიმშვიდეს!

Follow

Get every new post delivered to your Inbox.